კომპანია კავკასიის ავტოიმპორტი 2004 წლიდან კერძო პირებს და ავტომობილებით მოვაჭრე დილერებს ექსკლუზიური პირობებით სთავაზობს ავტომობილის შეძენას ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, მის ტრანსპორტირებას და იმპორტს საქართველოში.

კომპანიის საშუალებით მომხმარებლებს აქვთ შეუზღუდავი არჩევანი ამერიკულ, ევროპულ, აზიურ ბაზრებზე და ეძლევათ საშუალება „შეაღწიონ“ ამ ბაზრების ისეთ იაფ სექტორებშიც, რომლებიც მიუწვდომელია იქაური ადგილობრივი მყიდველებისთვის. კომპანია ლიცენზირებულია მონაწილეობა მიიღოს წამყვან საავტომობილო აუქციონებში ამერიკაში, ევროპაში და აზიაში. არ არსებობს დამატებითი საშუამავლო რგოლები ჩვენს მომხმარებელსა და უცხოურ საავტომობილო ბაზრებს შორის, რაც განაპირობებს ჩვენთან შეძენილი ავტომობილებისთვის მინიმალურ, საბაზროსთან შედარებით გაცილებით დაბალ საბოლოო ფასებს.

გამართული, გამარტივებული და ოპტიმიზირებული ლოჯისტიკა, ავტომობილების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხავს სხვადასხვა რისკის ფაქტორებს. ნებსიმიერი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება საუკეთესო რეპუტაციის მქონე ამერიკული ბანკები სადაც დეპოზიტები დაზღვეულია ამერიკის ფედერალური მთავრობის მიერ.

ავტომობილის იმპორტი ექსკლუზიური პირობებით - ავტომობილი საბაზროზე 60% - მდე ნაკლებ ფასად:

  • შერჩევა ექსპერტების მიერ, ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა აუქციონებზე და მომწოდებელთან, ხარისხის და ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით;
  • გარანტია ძრავზე და გადაცემათა კოლოფზე; გარანტია ავტომობილის აღდგენის ხარისხზე და წინასწარ დადგენილ ღირებულებაზე კავკასიის ავტოსერვისის რეგიონალური ცენტრიდან ( www.caas.ge );
  • 0%-იანი განვადება ავტომობილის აღდგენაზე (საჭიროების შემთხვევაში) ხარისხის გარანტიით კავკასიის ავტოსერვისის რეგიონალური ცენტრიდან ( www.caas.ge );
  • 5-წლამდე განვადება, 80%-ის დაფინანსებით (აღდგენის და განბაჟების ღირებულების ჩათვლით), წლიური 18%, ეფეტქური საპროცენტო ხარჯი, წლიური 10%, უმტკიცდება პრაქტიკულად ყველა მსურველს;

საჩუქრად: 25%-მდე ფასდაკლების პლატინის, ოქროს ან ვერცხლის უვადო ბარათი კავკასიის ავტოსერვისის რეგიონალურ ცენტრში (www.caas.ge).

კავკასიის ავტოიმპორტი წარმატებით იყენებს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სხვა წევრ კომპანიებთან პარტნიორობით წარმოქმნილ სინერგიებს და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის იმპორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინოვაციურ, სტრუქტურირებულ პროდუქტებს - მაგალითად, სხვადასხვა ტიპის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი და დაბალფასიანი დაფინანსების პროდუქტები, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტირებული ავტომობილის აღდგენის და გრძელვადიანი დაფინანსების პროდუქტები, სხვადასხვა ტიპის გარანტიები და სხვა.



scroll up