როგორ ვიყიდო

მარტივი ნაბიჯები ავტომობილის საზღვარგარეთ შესაძენად
ნაბიჯი 1. ავტომობილის შერჩევა

ავტომობილის მოძიება

ავტომობილის ისტორიის გადამოწმება

ექსპერტების მიერ ავტომობილის მდგომარეობის დადგენა

ინვოისის მომზადება

ნაბიჯი 2. გადახდის მეთოდის არჩევა

სრული გადახდა

ნაწილობრივი გადახდა

მოკლევადიანი დაფინანსება

გრძელვადიანი დაფინანსება

ნაბიჯი 3. ხელშეკრულება და ავტომობილის შეძენა

უსაფრთხოების დეპოზიტის შევსება

ხელშეკრულების გაფორმება

ავტომობილის შეძენა (მომწოდებლისგან)

აუქციონზე მონაწილეობა

ნაბიჯი 4. ავტომობილის ტრანსპორტირება

ტრანსპორტირების გრაფიკის შედგენა

სახმელეთო ტრანსპორტირება

საზღვაო ტრანსპორტირება

ავტომობილის ტერმინალში მიღება

ნაბიჯი 5. ავტომობილის ჩაბარება

პორტიდან მოთხოვნის ადგილამდე ტრანსპორტირება

ავტომობილის აღდგენა (საჭიროების შემთხვევაში)

ავტომობილის განბაჟება

ავტომობილის გაფორმება

ხშირად დასმული შეკითხვები

ამერიკიდან ტრანსპორტირებას საშუალოდ 1.5-2 თვე სჭირდება, ხოლო აზიიდან (კორეა,იაპონია) 2-2.5 თვე.

იმპორტი ხორციელდება ამერიკიდან, კორეიდან, იაპონიიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია მისი შეძენის ადგილმდებარეობაზე. შიდა გადაზიდვა და საქართველომდე ტრანსპორტირება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში, შტატსა თუ ქალაქში ხდება ავტომობილის შეძენა.

ავტომობილის შერჩევის პროცესში მონაწილეობას იღებს პროფესიონალი ექსპერტ-ანალიტიკოსების ჯგუფი, განიხილება ავტომობილის ისტორია, ხდება ავტომობილის დაზიანების (არსებობის შემთხვევაში) ანალიზი და იმ რისკების შეჯამება, რაც შეიძლება დამალული იყოს სურათებზე და დადგეს ავტომობილის ფიზიკურად ჩაბარებისას, ასევე განიხილება ავტომობილის მომწოდებლის რეპუტაცია და სხვა მრავალი ფაქტორი, რაც კავკასიის ავტოიმპორტის ექსპერტ-ანალიტიკოსების ჯგუფმა მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩათვალა საჭიროდ, შეძენამდე თქვენ გექნებათ სრული ხელმისაწვდომი ინფორმაცია თქვენი მომავალი ავტომობილის მდგომარეობაზე და რისკები - შესაძლო მინიმუმამდე იქნება შემცირებული.

დაფინანსების მისაღებად საჭირო გახლავთ მხოლოდ პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი, არ მოითხოვება ცნობა შემოსავლებზე, ცნობა სამსახურიდან, თავდებობა და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ მოკლევადიან 6 თვემდე და გრძელვადიან 5 წლამდე განვადებას. ჩვენი 5 წლამდე განვადების ფარგლებში, მინიმალური წინასწარი შემოსატანი ავტომობილის სრული ღირებულების 20%-ია. წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ია. ეფექტური საპროცენტო ხარჯი, დაახლოებით წლიური 10%. განვადების დამტკიცების პოლიტიკა მაქსიმალურად ლიბერალურია. მინიმალური ასაკი - 22 წელი.

იმპორტირებადი ავტომობილების ბაზა შეგიძლიათ იხილოთ აქ ან ჩვენს Facebook-ის გვერდზე

ადგილზე ავტომობილებს ამ ეტაპზე ვერ შემოგთავაზებთ. ჩვენი კომპანია ახორციელებს იმპორტს მხოლოდ მომხმარებლის დაკვეთით.

scroll up