კავკასიის ავტოიმპორტი 2004 წელს ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დაარსდა და წარმოადგენს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის წამყვან წევრ კომპანიას. უკვე თორმეტი წელია, კომპანია ლიდერია რეგიონალურ ბაზარზე. კავკასიის ავტოიმპორტი დილერებს და კერძო პირებს, ავტომობილების შეძენას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სთავაზობს. არსებობის მანძილზე, კომპანიის მიერ რეგიონში 40,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია განხორციელდა კავკასიის ავტოიმპორტი ოპერირებს გამარტივებული, გამართული და ოპტიმიზირებული ლოჯისტიკური პროცესების საშუალებით. ავტომობილების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლების მიერ, პრაქტიკულად გამორიცხავს სხვადასხვა რისკის ფაქტორებს. ავტომობილის ხარისხი დეტალურ შემოწმებას გადის ვიდრე მომხმარებელს რეკომენდაციას მივცემთ მის შეძენაზე. ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია ის მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მივიღეთ. სხვაგვარად, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსიც კი შესაძლებელია მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს წარმოადგენდეს ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენისას.

ჩვენი კომპანია საზღვარგარეთ შეძნილ ავტომობილებზე, მათ შორის, აუქციონზე შეძენილ ავტომობილებზე იძლევა გარანტიას ავტომობილის ძრავზე და გადაცემათა კოლოფზე.

ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება საუკეთესო რეპუტაციის მქონე ამერიკული ბანკები, სადაც დეპოზიტები დაზღვეულია ამერიკის ფედერალური მთავრობის მიერ.



scroll up