კ ავკასიის ავტოსერვისი კავკასიის ბიზნეს ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დაფუძნდა. კავკასიის ავტოსერვისმა 2014 წელს შექმნა რეგიონში უპრეცედენტო, უახლესი დანადგარებით სრულად აღჭურვილი ავტომობილების აღდგენის ცენტრი.
ავტომობილების აღდგენის რეგიონალური ცენტრი მასშტაბური საწარმოა, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აერთიანებს ავტომობილის აღდგენასთან დაკავშირებულ, აქამდე ფრაგმენტულ და გეოგრაფიულად გაფანტულ ყველა სახის მომსახურებას.
საწარმოო პროცესი სრულად კომპიუტერიზებული და ოპტიმიზირებულია, მინიმიზირებულია სპეციალისტების და ტექნიკის მოცდენის დრო, მოქმედებს მკაცრი ხარისხის კონტროლი ავტომობილების აღდგენის მთელი პროცესის განმავლობაში, გამოიყენება მხოლოდ ყველაზე თანამედროვე ხელსაწყოები და ტექნოლოგიები. კომპანია ზრუნავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებასა და ხარისხზე.
© 2016 კავკასიის ავტოიმპორტი .ყველა უფლება დაცულია